ტონზილიტი

კითხვა: მოგესალმებით , რამდენიმე დღეა ყელში ვგრძნობ ბურთის შეგრძნებას , ენაზე რაღაც მცირე გამონაყარივით მაქვს , კუთხეებში კბილების მხარეს, წითელია , უმტკივნეულო. დღეს ნიკაპის ქვეშ მცირე ჯირკვალი შევნიშნე ხელით შეხებისას , გარედან არაფერი მეტყობა . ამ სიმპტომებით შეგიძლიათ მითხრათ რამჭირს ? ვარ 28 წლის .
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარია ტონზილიტზე, მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ტონზილიტი ეს არის ნუშურა ჯირკვლის ანთება, ნუშურა ჯირკვალი კი ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ხახის ორივე მხარეზე არის განლაგებული.
ლიმფური სისტემის სხვა ორგანოებთან ერთად ტონზილები მოქმედებენ როგორც იმუნური სისტემის ნაწილი, გამოიმუშავებენ რა იმუნოგლობულინებს, ანტისხეულებს და განაპირობებენ ინფექციებისაგან დაცვას, განსაკუთრებით ეს ეხება ზემო სასუნთქი გზების ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებს.
ტონზილიტის ძირითად გამომწვევს წარმოადგენს ვირუსული (40%) და ბაქტერიული (30%) ფლორა. ვირუსებიდან უხშირესია ადენოვირუსი, ხოლო ბაქტერიებიდან ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი.
ტონზილიტის კლასიკური სიმპტომები მოიცავენ ყელის ტკივილს, ყლაპვის გაძნელებას, ცხელებას, საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს.
ნუშურა ჯირკვლები შესიებულია, შეწითლებული ან მათზე აღინიშნება ჩირქოვანი ნადები. კისრის წინა ლიმფური ჯირკვლები შესიებულია. ამ ნიშნების არსებობის შემთხვევაში უფრო შესაძლებელია დაავადების გამომწვევი ბაქტერია იყოს.
თუ თქვენ უკვე ამოკვეთილი გაქვთ ნუშურა ჯირკვლები ,მაშინ ცხადია უნდა ვიფიქროთ სხვა ტიპის ,მაგრამ მაინც ინფექციურ პროცესზე .თქვენს მიერ ნახსენები სიმპტომები მიანიშნებენ პირის ღრუსა და ყელის მიდამოს ორგანოთა ინფექციურ პროცესზე ,რომელში გარკვევაც სპეციალისტის პრეროგატივაა .
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეკრებენ ანამნეზს, ექიმი დაათვალიერებს პირის ღრუს და ხორხის ორგანოებს, როგორც ვიზუალურად, ისე ინსტრუმენტულად და დიაგნოზის დასმის შემდეგ, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა