სუბფებრილური ტემპერატურა

კითხვა: გამარჯობა. უკვე 6 თვეა მაქვს სიცხეები. თან საღამოობით. სადღაც 7 ან 8 საათიდან. 37 გრადუსი. ანალიზებში არც ლეიკოციტები და არც როე არაა ნორმაზე მაღალი. მხოლოდ ეოზინოფილი არის დაბალი და რისი ბრალი შეიძლება იყოს??? გლანდები მაქვს ცოტა დაჩირქებული და შეიძლება ეგ იწვევდეს? მარა მარტო საღამოს როგორ??
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, ამიტომ მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ამგვარ ტემპერატურას სუბფებრილურს უწოდებენ. ამ ნიშნულებამდე თერმომეტრის ხაზი ადის სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც ვარჯიშის პროცესში, აბანოსა და საუნაში ყოფნისას, ცხარე საკვების მიღებისას.
თუკი სუბფებრილური ტემპერატურა რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება, უკვე საფრთხილოა. შესაძლოა ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობდეს. იგივე სიმპტომი შეიძლება მეტყველებდეს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევაზე, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციონირებაზე (ჰიპერთირეოზი).
დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა იცვლება: დილაობით ის, როგორც წესი, შედარებით დაბალია, ხოლო საღამოობით – მაღალი.
ავადმყოფობის დროს ჰიპოთალამუსი ტემპერატურას მაღლა “უშვებს”, რათა მიკრობებს არასასურველი პირობები შეუქმნას.
თავისთავად მაღალი ტემპერატურა დაავადება არ არის, მისი მეშვეობით ჯანმრთელობის სხვა პრობლემა ვლინდება.
როგორც მოგვითხრობთ გაქვთ ტონზილიტი ( ნუშურა ჯირკვლების ანთება ), შესაძლოა სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევ ერთ–ერთ მიზეზად ესეც მივიჩნიოთ.
აუცილებელია ვიზიტი განახორციელოთ ექიმთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ინსტრუმენტული დათვალიერებისა და საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების დანიშვნის შემდეგ, დასახავს მკურნალობის შესაბამის სტრატეგიას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა