ტკივილი გულმკერდის არეში

კითხვა: გამარჯობა, რამდენიმე დღეა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გული უნდა წამივიდეს, თითქოს სხეულს ვეღარ ვგრძნობ და ტკივილს ვგრძნობ მკერდის არეში გულიც აჩქარებული მაქვს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი:

მოგესალმებით, 

 ტკივილი გულმკერდის არეში საკმაოდ გავრცელებული ჩივილია. გულის კუნთის სისხლით მომარაგების გაუარესება ანუ იშემია, რაც მიოკარდიუმის ინფარქტისა და სტენოკარდიის დროს ვითარდება, ტკივილის ხშირი მიზეზია. გულმკერდში ტკივილი გულის კუნთის და პერანგის (პერიკარდიუმი) ანთებამაც შეიძლება გამოიწვიოს. ასევე ხშირია ფილტვების, კუჭ-ნაწლავის, ძვალკუნთოვანი და ნერვული სისტემის დაავადებებით გამოწვეული და ფსიქიატრიული გენეზის ტკივილი, რომელიც გულმკერდის სხვადასხვა ნაწილში ლოკალიზდება.

პირველ რიგში, აუცილებელია გამოირიცხოს კარდიოლოგიური პათოლოგიები, ამიტომ უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. 

ჩვენი კლინიკის "ახალი სიცოცხლის" აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ კარდიოლოგის კონსულტაცია და ელექტროკარდიოგრამა სრულიად უფასოდვრცლად იხილეთ ბმულზე:https://kirurgia.ge/article/31466/mkholod-erti-tvit-ufasod-gtavazobt-kardiologis-konsultaciasa-da-eleqtrokardiogramas-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა