კონსულტაცია ოტო-რინო-ლარინგოლოგთან

კითხვა: გამარჯობა. პოლიპების ოპერაციის გაკეთება მინდა, მაინტერესებს ფასი. საყოველთაო დაზღვევა თუ მოედებს თქვენთან, სტუდენტური პაკეტით? გმადლობ წინასწარ !
პასუხი:

მოგესალმებით! მოგახსენებთ , რომ ცხვირის პოლიპი არის ერთეული ან მრავლობითი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოიქმნება. ცხვირის პოლიპის დიაგნოზს სვამს ოტოლარინგოლოგი ცხვირის ღრუს დათვალიერების საფუძველზე. ამისთვის, გამოიყენება რინოსკოპი - ლითონის ან პლასტმასის ინსტრუმენტი, რომელიც ნესტოებს აფართოებს და ექიმს ცხვირის ღრუს დათვალიერების საშუალებას აძლევს.

ცხვირის პოლიპის განვითარების მრავალი მიზეზი არსებობს --ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა, პოლიპოზი, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი.  შეიძლება იყოს დაბადებიდანვე დაზიანებული  ცხვირის ანატომიური სტრუქტურა (ძგიდის გამრუდება,  ჰიპერტროფიული რინიტი, ცხვირის შესასვლელის სივიწროვე და სხვა), რაც შემდგომ პოლიპის განვითარებას განაპირობებს. ასევე მნიშვნელოვანია  ვირუსული ინფექცია და სხვა.

  ცხვირის პოლიპის სიმპტომებია: ცხვირით სუნთქვის დარღვევა, გაჭედილობის მუდმივი შეგრძნება (რაც პოლიპის ზომასა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული); ყნოსვის დაქვეითება ან გაქრობა; ქავილი, წვისა და უცხო სხეულის შეგრძნება, სხვა სახის დისკომფორტი; თავის ტკივილი, დაქაჩულობა.

  არსებობს პოლიპის მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდები. პოლიპოზს აქვს მიდრეკილება რეციდივისკენ, ამასთანავე, რეციდივი ვითარდება პოლიპის მოკვეთიდან რამდენიმე თვეში. ასე რომ არ მოხდეს, უნდა ჩატარდეს კომპლექსური მკურნალობა ჩვენს კლინიკაში ცხვირის პოლიპზე ოპერაცია არ ტარდება .

თუ თქვენ ზემოჩამოთვლილი სიმპტომებიდან გაქვთ რომელიმე , უნდა გაიაროთ კონსულტაცია ოტოლარინგოლოგთან.

გმადლობთ, რომ დაინტერესდით  ჩვენი კლინიკით . გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა