ტკივილი გულის არეში

კითხვა: გამარჯობა. მე მაქვს გულკერდის არესი ტკივილი მჭვალითიტქოს მკერდის მძვალი მტივაო.მაქვს მაღალი წნევა 140/90 მე ვატარებ საერთოდ 80/50 და ვერვიგდებ.რისი ბრალი შეიზლება იყო?სასწრაფოს ექიმებმა მითხრეს რომ გულმა ტკივილი არიცისო .რადგან იმდროს გულზე მჭვალი დამადგა სუნთვას მიშლიდა .გამიკეთეს ნემსები და წავიდნენ.მაინტერესებს ეს ტკივილი გულის ბრალია თუ რომელ ექიმს მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით ! თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე მოგახსენებთ , რომ გულის არეში ტკივილის მიზეზი მრავალია: 1) ანგინოზური ტკივილი, რომლის მიზეზია გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, ინფარქტი). 2) ტკივილი, რომელიც გამოწვეულია გულის ანთებითი დაავადებებით .მაგ : გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებით , რევმატიული დაავადებები ან ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიით . 3) არაკარდიული პათოლოგიით გამოწვეული ტკივილები.მაგ.: ნევროზები, ნაწლავების შებერილობა, ნაღვლის ბუშტის ანთებით ან ნაღველკენჭოვანი დაავადება, ოსტეოქონდროზი, ხერხემლის გამრუდება, დისკოზი , ჰერპეს ზოსტერი. არტერიული წნევის აწევას ხშირად იწვევს ტკივილი. 1 შემთხვევაში-- ტკივილის კუპირება ხდება ნიტროგლიცერინის მიღების ფონზე. 2 შემთხვევაში-- ტკივილი არ იხსნება ნიტროგლიცერინით, მაგრამ შეიძლება შესუსტდეს ტკივილდამაყუჩებელი პრეპარატების დანიშვნის შემდეგ. 3 შემთხვევაშიც --ტკივილი არ იხსნება ნიტროგლიცერინით, მაგრამ შეიძლება შესუსტდეს ტკივილდამაყუჩებელი პრეპარატების დანიშვნის შემდეგ. რადგანაც ჩამოთვლილი მიზეზებით გამოწვეული ტკივილი ხშირად იდენტურია სტენოკარდიულ შეტევის, ამიტომ სწორი დიაგნოზის დადგენა შეუძლია მხოლოდ ექიმ-კარდიოლოგს. რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩაატარებს გამოკვლევებს ( ელექტროკარდიოგრამა (ეკგ), ტრედმილ-ტესტი (ეკგ-ს ჩაწერა ფიზიკური დატვირთვის დროს) , ჰოლტერის მონიტორირება ( ეკგ-ს დღე-ღამური ჩაწერა).ექოკარდიოგრაფია ) . თუ გამოირიცხა კარდიალური მიზეზები, კარდიოლოგი ჩართავს შესაბამის სპეციალისტს (რევამატოლოგი, ნევროლოგი, ინფექციონისტი , დერმატოლოგი ) .
შეგიძლიათ , მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და მოისმინოთ ალტერნეტიული აზრი ჩვენი სპეცილისტებისგან. კლინიკა არის პოლიპროფილური . გვყავს ყველა სპეციალისტი, ამიტომ არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში სპეცილისტებთან ვიზიტები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 119 119 ან 202 25 25 .
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა