მოგესალმებით!
ჭარბ ოფლიანობას მედიცინაში ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ჭარბი ოფლიანობა შეიძლება შეგვხვდეს როგორც მთლიან სხეულზე, აგრეთვე ფეხისგულებზე, ხელისგულებზე, იღლიებში და სახეზე. ზედმეტი ოფლიანობა ჰქვია მდგომარეობას, როდესაც ოფლი ტემპერატურასთან და ფიზიკურ აქტივობასთან შეუსაბამოდ ჭარბად გამოიყოფა. დღისით ხელისგულების, ფეხისგულებისა და იღლიების ჭარბი ოფლიანობის თვალსაჩინო მიზეზები უცნობია და ამ მდგომარეობას ფოკალური ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ამ ტიპის ჭარბი ოფლიანობა ძირითადად ჩერდება ძილის დროს და არ არის დაკავშირებული პათოლოგიურ მდგომარეობასთან.
ჭარბი ოფლიანობის მიზეზებია:
• დიაბეტი
• ენდოკარდიტი
• სიცხე გაურკვეველი მიზეზით
• გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
• ინფარქტი
• აივ/შიდსი
• ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა)
• ჰიპერთიროიდიზმი (ჰიპერაქტიური თიროიდი)
• ლეიკემია
• წამლები, მაგალითად ბეტა ბლოკერები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები
• მენოპაუზა
• არა–ჰოჯკინის ლიმფომა
• ჭარბწონიანობა
• სტრესი
სხვა შემთხვევებში, ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ცხელების დროს, ეს ნორმალური თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც ორგანიზმს საოფლე ჯირკვლების დამხარებით, გადახურებისგან იცავს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !