ოფთალმოლოგიური პრობლემა

კითხვა: გამარჯობა. 2 დღის წინ, შემთხვევით შევნიშნე, რომ მარცხენა თვალით კარგად ვეღარ ვხედავ, კერძოდ, ამა თუ იმ ობიექტის გამოსახულება ბუნდოვანია, ნაწერს კარგად ვერ ვხედავ და ა.შ. ვარ 35 წლის, პროფესიიდან გამომდინარე, მთელი დღის განმავლობაში მიწევს კომპიუტერის გამოყენება. ბოლო რამდენიმე თვეა, ადვილად მიწითლდება თვალები (განსაკუთრებით მარცხენა). სპეციალისტთან ვიზიტამდე იქნებ მითხრათ, რასთან შეიძლება მქონდეს საქმე და თუ არის შესაძლებელი მკურნალობის შედეგად მხედველობის აღდგენა?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად ასეთი სიმპტომები ახასიათებს კონიუნქტივიტს, რომელიც, თვალის შემაერთებელი გარსის – კონიუნქტივის ანთებაა.
კონიუნქტივიტის მიზეზის დადგენა შესაძლებელია გამონადენის ხასიათის მიხედვით.
ვირუსული ინფექციებისა და ალერგიის დროს გამონადენი უფრო წყლისებურია, ფაქტობრივად ცრემლდენაა.
კატარისთვის დამახასიათებელია ლორწოვანი გამონადენი, მსუბუქი ბაქტერიული და ქლამიდიური კონიუნქტივიტისთვის — ლორწოვან-ჩირქოვანი, კერატოკონიუნქტივიტის დროს თვალი მშრალია, ხოლო ბაქტერიული ინფექციის დროს გამონადენი სქელია და ჩირქოვანი.
ალერგიული კონიუნქტივიტის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია ქავილი, რაც სხვა კონიუნქტივიტების დროს ნაკლები ინტენსივობისაა ან საერთოდ არ შეინიშნება.
როგორც მოგვითხრობთ, მთელი დღის განმავლობაში დიდ დროს ატარებთ კომპიუტერთან, ასევე შესაძლებელია თქვენი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი იყოს ე.წ. „მშრალი თვალის“ სინდრომი.
დისტანციურად ზუსტი მიზეზის განსაზღვრა რთულია, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ინსტრუმენტულად დაათვალიერებს თვალს და ფსკერს, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა