მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ,პაპილოსფინქტეროტომიის საჭიროება არ ჩანს ,თუმცა ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს მდგომარეობა მუდმივარ სტატიკური შეიძლება არ იყოს და ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის მოხვედრის ალბათობა დიდია.
ვითარება უნდა შეფასდეს კონკრეტული მომენტისათვის და ამიტომ მთავარია თქვენ გადაწყვიტოთ ოპერაციული მკურნალობა .
გირჩევთ , მობძანდეთ ჩვენს კლინიკაში ,სადაც შესაძლებელია ყველა ტიპის ქირურგიული მანიპულაციის და ოპერაციის ჩატარება .
გასინჯვის დროს თქვენ მოგეცემათ ყველა რეკომენდაცია და განმარტება ,შეირჩევა მკურნალობის მეთოდი და გეგმა .
კლინიკის აქციის ფარგლებში ქირურგთან უფასოდ შეძლებთ ვიზიტს, ყოველ ხუთშაბათს და შაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გარწმუნებთ, რომ თქვენი მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა და არ გადადოთ ვიზიტი.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, მაქვს კალკულოზური ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტში არის 9 და 6 მმ იანი ორი კენჭი, ნაღვლის ბუშტის კედლები არ არის გასქელებული და არც დეფორმირებული, ქოლედოქში არის წვრილი ქვიშა, კლინიკურად მაქვს მხოლოდ სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი და კოლიკა არასოდეს მქონია. ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია რამდენად ეფექტური იქნება, თუ ჯერ პაპილო სპინქტეროტომიაა საჭირო.... მადლობა წინასწარ . პატივისცემით არჩილი
პასუხი: