მოგესალმებით,
კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია. ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდიან, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს. დაბუჟების ყველაზე ხშირი მიზეზია განსაზღვრული ცხოვრების წესი, უფრო სწორად, საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს.
მკურნალობის სქემა დაბუჟების მიზეზზეა დამოკიდებული, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია. ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რისი ბრალია დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზისა თუ ნერვზე ზეწოლის.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან შეუძლებელი და არაკორექტულია.
შემოგთავაზებთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, სადაც ექიმი უშუალო ვიზიტისას მოგცემთ სპეციალურ „დავალებებს“ , გაგსინჯავთ, შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და ამის შემდეგ დაგენიშნებათ მკურნალობა.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრმთელობას!
კითხვა: გამარჯობა, მე-4 დღეა ჩემს ვაჟს(24 წლის) დაბუჟებული აქვს მარცხენა ხელის ცერა თითი. მოძრაობასა და საგნის დაჭერას არ უშლის. რა შეიძლება იყოს მიზეზი? წინასწარ მადლობა.
პასუხი: