იქსოდური ბორელიოზი

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს ბორელიოზით დაინფიცირების შემთხვევაში თუ არის შესაძლებელი რომ არც ერთი სიმპტომი (არც სიწითლე,არც სიცხე არც კუნთების და სახსრების ტკივილი და ა.შ.) არ იყოს გამოხატული არადა ვიყო ინფიცირებული ან ტკიპას კბენის შემდეგ რამდენ ხანშია რეკომენდირებული ანალიზის გაკეთება.მადლიბა დიდი
პასუხი:

მოგესალმებით,
იქსოდური ბორელიოზი ანუ ლაიმის დაავადება ხასიათდება კანის, გულის, ნერვული სისტემისა და სახსრების დაზიანებით. დაავადება ვითარდება მისი გადამტანის - იქსოდური ტკიპის კბენის შედეგად.
გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ტკიპის ნაკბენი რისკის შემცველი არ არის, ანუ ყველა ტკიპით დაინფიცირება არ ხდება.
ბორელიოზს ახასითებს სპეციფიური ერითემატოზული ლაქები და მისი დიაგნოსტიკა არ არის რთული, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა კი, დაფუძნებულია სისხლის სეროლოგიურ ანალიზზე.
მკურნალობის სქემა დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული (ძირითადია ანტიბაქტერიული პრეპარატები).
დიაგნოსტიკის მიზნით, უნდა მიმართოთ ინფექციონისტს.
კლინიკაში გვყავს მოწვეული სპეციალისტი ინფექციონისტები, თუმცა ჩვენს კლინიკაში ამბულატორიულად ვერ მოგამსახურებით. შესაბამისად,უმჯობესია მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას .
გმადლობთ, რომ გვენდობით , გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა