მოგესალმებით,
ეს არის მანკი, რომლის დროსაც დიასტოლის პერიოდში აორტული სარქველი ბოლომდე არ იხურება და აორტაში გადასროლილი სისხლის ნაწილი უკან, მარცხენა პარკუჭში ბრუნდება. მანკის გამომწვევი შესაძლოა იყოს : რევმატიზმი, გახანგრძლივებული სეფსისური ენდოკარდიტი, სიფილისი, ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი.
დაავადება შესაძლოა დიდხანს მიმდინარეობდეს ჩივილების გარეშე. არცთუ იშვიათად გულის მიდამოში აღმოცენდება სხვადასხვა ხასიათის ტკივილი, ზოგჯერ გახანგრძლივებული, განსაკუთრებით დატვირთვის დროს. აღინიშნება გულისცემის შეგრძნება, პულსაცია კისრის მიდამოში, მოგვიანებით ქოშინი.
დამახასიათებელია სიფითრე, კისრის არტერიების პულსაცია.
თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომებს არითმია ეწოდება და გულის მუშაობაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს .
გირჩევთ, დროულად მიმართოთ სპეციალისტს, რათა თავიდან აირიდოთ აორტის სარქვლის ნაკლოვანებით გამოწვეული, გულის უკმარისობა.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ გამოკვლევას 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად, რომელშიც შედის:
1. ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
2. ექოკარდიოგრაფია;
3. ელექტროკარდიოგრაფია;
4. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
5. ლიპიდური სპექტრი;
6. კრეატინინი.
აქცია ძალაშია ყოველ შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !