სტაფილოკოკი

კითხვა: გამარჯობა 18 წლის ასაკში დამისვეს დიაგნოზი სტაფილოკოკი. მას შემდეგ ვმკურნალობ თუმცა გამონაყარის საბოლოოდ ალაგება არ მოხდა. მიმდინარე წლის მარტშიც დავიწყე მკურნალობა ექიმმა ნაცხის ანალიზით დაადგინა დემოდეკოზი და მკურნალობაც ამ კუთხით წაიყვანა. ანტიბიოტიკით და ვიტამინებით ვმკურნალობ ასევე სამი ნემსი გავიკეთე სტაფილოკოკური ანატოქსინის. თუმცა გამონაყარი მცირედით მაინც მაქვს. მაინტერესებს არის რაიმე საშუალება ამ ინფექციისაგან რომ საბოლოოდ გავთავისუფლდე. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ცნობილია, რომ ოქროსფერი სტაფილოკოკი კანისა და ორგანოების სხვადასხვა ტიპის ინფექციებს იწვევს.
ჩვენთვის უცნობია, თუ კონკრეტულად რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე თქვენს შემთხვევაში, შესაბამისად მხოლოდ ზოგადი რჩევით შემოვიფარგლებით.
მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
კლინიკაში გვყავს მოწვეული სპეციალისტი ინფექციონისტები, თუმცა ჩვენს კლინიკაში ამბულატორიულად ვერ მოგამსახურებით. შესაბამისად,უმჯობესია მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა