მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას, თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს, მყარი მინერალური დეპოზიტები იქმნება თირკმელში. ეს კენჭები მინერალებისა და მჟავა მარილებისაგან შედგება.
თირკმლის კენჭებს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს,დაავადება ეხება საშარდე გზის ნებისმიერ ნაწილს, თირკმლიდან შარდის ბუშტამდე. ხშირად, კენჭი იქმნება, როცა შარდი კონცენტრირებულია, რის გამოც მინერალები კრისტალიზირდება და ერთმანეთს ეკვრის.
უპირველეს ყოვლისა საჭიროა, თვითონ კონკრემენტის (კენჭის ) კლასიფიცირება შემდეგი კრიტერიუმებით:
- ზომა;
- რენტგენოლოგიური მახასიათებლები;
- ეტიოლოგია;
- მინეროლოგიური შემადგენლობა;
- განმეორებითი კენჭების გაჩენის რისკის ხარისხი;
- ეტიოლოგიურად ინფექციურია თუ არაინფექციური და ა.შ.
ამიტომ, უმჯობესია მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში კი, დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და თავად მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის შესახებ. მკურნალობის მეთოდებს შორის, ჩვენთან დანერგილია ლითოტრიფსია უახლესი სამედიცინო აპარატურით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/34
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!