სათესლე ჯირკვლის ტკივილი - უროლოგია

კითხვა: გამარჯობა. პარასკევს დღისით მქონდა ხშირი შარდვის მოთხოვნილება და საღამოს (12 საათის შემდეგ) მარცხენა სათესლე ჯირკვალი ამტკივდა ( ძაან ძლიერი ტკივილი არ იყო, საშუალო ან სუსტი, არ ვიცი როგორ ვთქვა სხვანაირად. მაგრამ არასასიამოვნო იყო, ანუ არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს) და ამასთანავე გამისივდა ცოტა (ჩემი აზრით). ძირითადად ვგრძონობდი ტკივილის მაშინ როცა წამოვწვებოდი, ფეხზე რომ ავდგებოდი ვერ ვგრძნობდი ტკივილს. ამასთანავე ცოტა ტკივილი ვიგრძენი წელშიც (ორივე მხარეს. ძირითადად მაშინ ვგრძნობდი ამას როცა წელზე მოხრას დავაპირებდი). ამ სათესლე ჯირკვლის მხარეს კუნთების დაჭიმვასაც ვგრძნობდი და ხელით ძლიერად რომ შევეხებოდი ცოტათ ამტკივდებოდა. შაბათს მთელი დღე ხან მტკიოდა ხან შემსუბუქდებასავით (თითქოს გადამიარა ტკივილმა) და 19.00 - 20.00 საათებს შუა სიცხე რომ გავიზომე 37,4 მქონდა, სიხის დასაწევი წამალი ვიყიდე დავლიე და ღამის 12 საათისთვის არ მქონდა სიცხე. ასე გაგრძელდა კვირის დილის 7 საათამდე. მაგის მერე არ მტკივა . რას შეიძლება გამოეწვია ეს ? ექიმთან მივიდე შესამოწმებლად? უმნიშვნელოა ხომ არა რამე ან პირიქით. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელად უნდა ჩატარდეს ექოსკოპია და დოპლეროგრაფია, სათესლე ჯირკვალში სისხლის დინებისა და ვარიკოზულად გაგანიერებული ვენური წნულის დიამეტრის განსასაზღვრად.
შეგვიძლია, შემოგთავაზოთ უროლოგთან უფასო კონსულტაცია. უშუალო ვიზიტისას შეიკრიბება ანამნეზი, ჩაგიტარდებათ საჭირო კვლევები, რის შემდეგაც დადგინდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.


გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა