ვაზექტომია - უროლოგია

კითხვა: მინდა ვაზექტომიის გაკეთება. ვინ აკეთებს, რამდენად რთული ოპერაციაა და რა ღირს?
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, ვაზექტომია ნებაყოფლობითი შეუქცევადი ხასიათის ქირურგიული ჩარევაა მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე.
ვაზექტომიის დროს იჭრება ან იკვანძება თესლგადამტანი არხი, რითაც ხდება სადინრის გამავლობის ბლოკირება, რაც გამორიცხავს სპერმატოზოიდების სპერმაში მოხვედრას.
ქირურგიული ოპერაცია გარდა დადებითი შედეგებისა, შეიცავს გარკვეულ რისკს. რის შესახებაც ინფორმაცია შესაბამისმა სპეციალისტმა უნდა მოგაწოდოთ. ( სპერმოგრანულომა, ეპიდიდიმიტი ).
რაც შეეხება ქირურგიულ ტექნიკას, მისი არჩევანი მთლიანად ქირურგზეა დამოკიდებული, მისი კვალიფიკაციიდან და ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
ზოგადად, ვაზექტომია შეიძლება ჩატარდეს, როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციონარის პირობებში, მანიპულაცია გრძელდება 10-15 წუთის განმავლობაში.
ღირებულებას მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ, თუ მობრძანდებით ჩვენს კლინიკაში უროლოგთან კონსულტაციაზე, ექიმი მენეჯერთან ერთად მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას.
სხვა დეტალებისა დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა