მოგესალმებით,
თირკმლის გაორება არის ამ ორგანის განვითარების ანომალია, იგი შეიძლება იყოს სრული და არასრული.
სრული გაორებისთვის დამახასიათებელია თირკმლების ორი შემგროვებელი სისტემის არსებობა, სადაც თითოეულ მათგანს გააჩნია იზოლირებული სისხლმომარაგება.
არასრული გაორების შემთხვევაში ორივე ნახევრის სისხლმომარაგება ხორციელდება საერთო სისხლძარღვებით.
გაორებული თირკმლების მენჯებიდან გამომავალი შარდსაწვეთები შარდის ბუშტში ჩაედინებიან ცალ–ცალკე ან ერთად. გაორებულ თირკმლის პარენქიმას აღენიშნება ჰიპოპლაზიის, დისპლაზიის ნიშნები, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებების, პირველ რიგში კი პიელონეფრიტის, განვითარებას.
აღნიშნული ანომალიის დიაგნოსტირება, ჩვეულებრივ, ხდება განვითარებული გართულების შემთხვევაში. ექსკრეტორულ უროგრამებზე გაორებული თირკმლის ზედა ნაწილში შეიძლება აღინიშნებოდეს პარენქიმის და მენჯ–ფიალათა სისტემის სტრუქტურული და ფუნქციური განუვითარებლობის ნიშნები შარდსაწვეთის შესართავის უფრო დაბლა ჩართვით.
ერთი ან ორივე დამატებითი თირკმლის სრული ანატომიური და ფუნქციური განუვითარებლობის შემთხვევაში ხდება მათი მოცილება.
პირველ რიგში, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ, უროლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.მაქვს მარჯვენა თირკმლის გაორება მაქვს ტკივილები ძლიერი არაა მააგრამ ხშირად მომატებით...რას მირჩევთ როგორ მოვიქცე ?
პასუხი: