მოგესალმებით,
კორონარული არტერიების შევიწროების ძირითადი მიზეზია ათეროსკლეროზი, რომელიც წარმოადგენს ქრონიკულ, პროგრესირებად პათოლოგიურ პროცესს. სტენტირების მეშვეობით ხდება კორონარული არტერიების ათეროსკლეროზულ შევიწროებათა მექანიკური გაფართოება, რასაც გულის კუნთის სისხლმომარაგების გაუმჯობესება მოჰყვება.
გართულებათაგან ყველაზე ხშირია კორონარულ არტერიაში სტენტის იმპლანტაციის ადგილას განმეორებითი შევიწროების – ე.წ რესტენოზის განვითარება. რისკი უფრო მაღალია შაქრიანი დიაბეტის, თირკმლების უკმარისობის დროს. გარდა ამისა, რაც უფრო ნაკლებია სტენტირებული სისხლძარღვის დიამეტრი და მეტია დაზიანებული სეგმენტის სიგრძე, მით უფრო იმატებს რესტენოზის განვითარების ალბათობაც. მეტალის სტენტების გამოყენებისას პროცედურიდან პირველი 6-9 თვის განმავლობაში რისკი საშუალოდ 10-20%-ს შეადგენს. გაცილებით დაბალია (საშუალოდ 3-7%-მდე) ე.წ. წამლით დაფარული სტენტების გამოყენების შემთხვევაში.
კონკრეტულად თქვენს შემთხვევაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან განმეორებითი სტენტირება ინდივიდუალურია, ასევე არის ძალიან ბევრი დაუზუსტებელი ნიუანსი.
ამიტომ, გირჩევთ მიმართოთ მკურნალ ექიმს, ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ექიმ–კარდიოლოგთან კონსულტაციაზე.
ასევე, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !