პროსტატიტი

კითხვა: გამარჯობა.გთხოვთ მიპასუხოთ.მამას აწუხებს გული და აქვს ასევე საოპერაციო პროსტატა.ვერ უკეთდება ნარკოზი გულის გამო.ნუთუ არ არსებობს სხვა საშუალება რომ ეს ტკივილები არ ქონდეს?მამა 81 წლისაა.მადლობა წინასწარ.
პასუხი:


მოგესალმებით,
ვვარაუდობთ ,რომ მამათქვენს ექნება პროსტატის ადენომა ,რომლის მკურნალობა შესაძლებელია როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მეთოდებით.
კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს სელექციური ალფა 1 ბლოკატორებით, ფიტო და ჰორმონული პრეპარატებით თერაპიას განყენებულად, ან ერთდროულად – კომბინირებულად. კონსერვატიული მკურნალობის ეფექტიანობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია რამდენად დროულად მიმართავს პაციენტი ექიმს და რამდენად ადრეულ სტატიაზე იქნება დაავადება დიაგნოსტირებული. კონსერვატიული თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში კი დგება ქირურგიული ჩარევის საკითხი.
როგორც წესი ,პროსტატის ადენომის ( ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ) დროს პრობლემა ვლინდება შარდის გამოყოფის მექანიკური დაბრკოლების გამო .
იმ შემთხვევაში კი , როგორიც მამათქვენს აქვს და როდესაც რადიკალური ოპერაციის ჩატარება ვერ ხერხდება , ალტერნატივა შესაძლოა იყოს ცისტოსტომის ფორმირება ,რომელიც ადგილობრივი ანესთეზიით გაკეთება .
გაითვალისწინეთ ,რომ ჩვენი მსჯელობა ემყარება ვარაუდებს და ამიტომ შესაძლოა შეიცავდეს ცდომილებებს . უკეთესი იქნება თუ მობრძანდებით უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს და ადგილზე მიიღებთ ამ საკითხზე ამომწურავ პასუხებს .
სასურველია წინასწარი ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა