თირეოდიტი

კითხვა: გამარჯობათ.მოკლედ ერთი წლის წინ დამისვეს დიაგნოზი მცირედ გამოხატული ტირეოდიტი.3.8 ჰორმონი ვსვი ეუტიროქსინი.ეხლა ვიყავი გინეკოლოგთან და მითხრა რომ არანაირი პრობლემა არ არის და ორსულობა და შემიძლია შვილი ვიყოლიო.ენდოკრინოლოგმა თავიდნ მითხრა რომ 4.ქ ამდენი ნორმააო.სხვა ოჯახის ექიმმა მითხრა მაინც ჩიყვიაო.დავიბენი.ოჯახის ექიმს ვენდო თუ ენდოკრინოლოგ გინეკოლოგს.მადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით! თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ანთებაა. არსებობს მისი რამდენიმე ფორმა. მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის ქვემწვავე ანთება და ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული აუტოიმუნური ანთება. ქვემწვავე თირეოიდიტის კლინიკური სურათი ინფექციური დაავადების გადატანიდან ორი კვირის შემდეგ ყალიბდება.
ქვემწვავე თირეოიდიტს ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის ზომიერი გადიდება და ანთებითი რეაქცია. პროცესში ჩართულია ფარისებრი ჯირკვლის კაფსულაც, რაც დაზიანებული მიდამოს მტკივნეულობას განაპირობებს. რაკი აუტოიმუნური თირეოიდიტი ქრონიკული დაავადებაა, მკურნალობა პრაქტიკულად მთელი სიცოცხლე გრძელდება, მაგრამ პრეპარატების შერჩევა და მათი დოზირება ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. ამიტომ, ჩვენი რჩევა იქნება მიყვეთ თქვენი ენდოკრინოლოგ–გინეკოლოგის რეკომენდაციებს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან, აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციაზე ხუთშაბათსა და შაბათს. რაც შეეხება ორსულობას, ამ მონაცემებით არ აღინიშნება ის მიზეზი რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს ორსულობას. გინეკოლოგთან ვიზიტის შემდგომ კი დადგება საკითხი გესაჭიროებათ თუ არა ენდოკრინოლოგი. აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა