გარდნერელა

კითხვა: გამარჯობა, ვარ ქალიშვილი და მაინტერესებს გარდნელენა შეიძლებოდა მქონოდა აღმომაჩნდა და მაინტერესებს, პასუხს ველოდები.
პასუხი:

მოგესალმებით,
გარდნერელა ეს არის ბაქტერია, რომელიც ბინადრობს ქალის საშოში. მცირე რაოდენობით ის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ როდესაც ის იწყებს გამრავლებას, მაშინ ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი (დისბაქტერიოზი). ამ დროს მცირდება ე.წ კარგი ბაქტერიების რიცხვი და იმატებს პათოგენური ფლორა (მათ შორის გარდნერელაც).
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დიახ, მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივი კავშირი არ გქონიათ, შესაძლებელია აღმოგჩენოდათ გარდნერელა.
ასეთ შემთხვევაში მკურნალობა აუცილებელია.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ამის შემდეგ კი, შეარჩევს ინდივიდუალურ და შესაბამის მკურნალობას.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია სამშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა