მოგესალმებით !
თიაქარი ბავშვთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. საზარდულის თიაქარი უმეტესად 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება და უფრო ხშირადაც იჭედება ახალშობილობის პერიოდში. ბავშვთა ასაკში საზარდულის თიაქარი თანდაყოლილია. მუცლადყოფნის პერიოდში პერიტონეუმის ბუდობრივი მორჩი შეუხორცებელია, ანუ საზარდულის არხი უკავშირდება მუცლის ღრუს; მისი ობლიტერაცია – დახურვა – დაბადებისას ხდება. თიაქარს ამ მორჩის შეხორცების პროცესის დარღვევა იწვევს. თუ მოზრდილებში თიაქრის ოპერაცია გულისხმობს საზარდულის არხის პლასტიკას, ბავშვებში მხოლოდ ბუდობრივი მორჩი იხურება – მოიძებნება ეს მორჩი, გაიკერება და საზარდულის არხი მუცლის ღრუსგან გაიმიჯნება. ოპერაციამდე ბავშვს სინჯავენ პედიატრი და ანესთეზიოლოგი. ისინი გასცემენ ოპერაციის ნებართვას, ასევე მათი პრეროგატივაა, განსაზღვრონ, ერთობლივად გაკეთდეს ქირურგიული ჩარევა ორივე მხარეს, თუ ცალ-ცალკე.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას. ქირურგიის ეროვნული ცენტრი ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს 11 თვის ბავშვს თიაქარი საზარდულზე ორივე მხარეს ერდროულად კეთდება ოპერაცია თუ ჯერ ცალ მხარეს და რაღაც დროის მერე მეორე მხარეს?
პასუხი: