სამეანო ექოსკოპია

კითხვა: გამარჯობათ, ვარ 19 კვირის, მინდა თქვენთან ექოსკოპიის გაკეთება და სად უნდა მოგაკითხოთ? ან წინასწარ თუ არის ჩაწერები და თანხა მაინტერესებს ექოსკოპიის .. დიდი მადლობა
პასუხი:

გამარჯობა! ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია უახლესი პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატით Voluson E 10. ამ აპარატის საშუალებით, ექიმი იკვლევს პაციენტს 2D, 3D, 4D რეჟიმში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა გამოკვლევისას, რადგან გვაძლევს ნაყოფის გამოსახულებას რეალურ დროში.
აპარატი აღჭურვილია მაღალმგრძნობიარე და მრავალფუნქციური დოპლერით. მასში მნიშვნელოვანია ელექტრონული კონვექსის ტიპის 4D გადამწოდი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად რეალურ გამოსახულებას.აპარატი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ნაყოფის მიმიკა. ეკრანზე მომავალი მშობლები ხედავენ თუ როგორ გუნება–განწყობილებაზეა მათი შვილი. გამოსახულება იმდენად რეალური და მკაფიოა, რომ თვალნათლივ ჩანს ნაყოფის ემოცია.შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ სამეანო კვლევაში ეს არის ჩვენი დროის ყველაზე განვითარებული, დახვეწილი სისტემა. 4D გადამწოდის წყალობით შესაძლებელია ადრეული ვადებიდანვე გამოვავლინოთ ნაყოფის ისეთი პათოლოგიები, რაც ადრე შეუძლებელი იყო. აღნიშნული აპარატით კვლევის ღირებულება გახლავთ 60 ლარი .ასევე გვაქვს MEDISSONI–ს ექოსკოპიური აპარატი ,რომელზეც 2D ფორმატით შეგიძლიათ კვლევის ჩატარება ,რაც 40 ლარი ღირს .ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ ნომერზე 577 05 99 00 . კლინიკის მისამართია : თბილისი ,დიღმის მასივი , ლუბლიანას 21ა . გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა