თეთრი გამონადენი საშოდან - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა,1 კვირაა დამეწყო გამონადენი საშოდან თეთრი ოდნავ ხაჩოსებრი,ზოგჯერ მაქვს ქავილი ზოგჯერ არა,ქავილი მაქვს მხოლოდ გარედან და არა შიგნიდან. ვიბან სოდიანი წყლით და ვხმარობ კლოტრიმაზოლის მალამოს... შეილება სოკო იყოს თუ რა შეილება იყოს და როგორ შეილება მკურნალობა..
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ჯანსაღ გამონადენს ძლიერი სუნი ან ფერი არ გააჩნია. შესაძლოა სისველის გამო დისკომფორტი შეგექმნათ, მაგრამ საშოს გარშემო ქავილი ან ტკივილი არ უნდა გაწუხებდეთ.
საშოდან ანომალური გამონადენის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ჩვეულებრივ ეს ინფექციის ნიშანია. ხშირად ინფექცია ისეთი რამითაა გამოწვეული, რაც საშოში არსებული ბაქტერიის ან საფუარას ბუნებრივ ბალანსს არღვევს, მაგალითად საშოს შიგნიდან დაბანა, ან ინფექციის შეძენის მეორე გზა სქესობრივი კავშირია.
ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია:

  • რძიანა – სოკოვანი ინფექცია, რომელიც საშოზე მოქმედებს;
  • ბაქტერიული ვაგინოზი- საშოს ბაქტერიული ინფექცია;
  • გონორეა ან ქლამიდია - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომლებიც ბაქტერიითაა გამოწვეული;
  • გენიტალური ჰერპესი - სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელიც მარტივი ჰერპესის ვირუსითაა გამოწვეული.

არომატული საპნების, ქაფიანი აბაზანების და საშხაპე გელების ზედმეტმა გამოყენებამ ასევე შეიძლება, გამოიწვიოს ანომალიური გამონადენი საშოდან.
არ გამოიყენოთ დაბანისას რაიმე ძლიერ არომატული საშუალებები. გამოიყენეთ რბილი საპონი და თბილი წყალი, რომ ფრთხილად დაიბანოთ გენიტალიების გარშემო ადგილები.
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. ამიტომ, შემოგთავაზებთ სრულ კომპლექსურ გინეკოლოგიურ კვლევებს, ვრცლად იხილეთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/full-article/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad/26396
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა