კითხვა: მოგესალმებით. ვარ 1წლის გათხოვილი 2 ჯერ მომეშალა მუცელი,ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის გამო.ამ თვეში გადაცდენა მაქვს 16 დღის.ექიმმა დუფასტონი გამომიწერა დღეში 2ჯერ 1კვირა მაგრამ ციკლი მაინც არ დამეწყო.ორსულობა 4 დღის გადაცდენაზე არ გამოჩნდა ვაგინალურ ეხოზე,არც ტესტი მიჩვენებს,ექიმმა ნაკლებ სავარაუდოა იყოს ორსულობაო რადგან ენდომეტრიუმი იყო 9მმ.ბოლო ორი დღეა დამეწყო გულის აჩქარება,წნევა 120/90 თავბრუსხვევა და აუტანელი თავის ტკივილი.როგორ მოვიქცე?ვის მივმართო?...დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:
მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს, მაღალია თრომბოზისა და ორსულობის თვითნებური შეწყვეტის რისკი.
მომატებულია ასევე ორსულობასთან დაკავშირებული გართულებები - პრეეკლამფსია, ნაყოფისთვის სისხლის მიწოდების დაქვეითება.
სასურველია მკურნალობის პროცესში ჩართოთ ექიმი–ჰემატოლოგიც.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ კონსულტაციები ჰემატოლოგთან და გინეკოლოგთან.
უშუალო კონსულტაციისას, ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, შევძლებთ მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია და დაგინიშნოთ მკურნალობის თანამედროვე კურსი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !