საშვილოსნოს ყელის ჩახევა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს საშვილოსნოს ყელის გადიდება ანუ ჩახევა თუ ხდება ქირურგიული ჩარევით?
პასუხი:


მოგესალმებით,
ზოგადად, საშვილოსნოს გახევა ორსულობისა და მშობიარობის უმძიმესი გართულებაა. თუმცა, მედიცინის მიღწევების წყალობით ბოლო ხანს ასეთი რამ გაიშვიათდა.
აღნიშნულის გამომწვევი შესაძლოა იყოს:

  • მრავალჯერ მშობიარობა;
  • სამეანო ტრავმა – გახანგრძლივებული მშობიარობის გამო;
  • ნაყოფის მაკროსომია (ანუ დიდი წონა);
  • ნაყოფის არასწორი წინამდებარეობა;
  • საშვილოსნოს ყელის მანუალური დილატაცია;
  • ინსტრუმენტული ვაგინალური მშობიარობა.

ხოლო, რაც შეეხება ქირურგიულ პროცედურებს, რომლებმაც შესაძლოა, გამოიწვიონ საშვილოსნოს გახევა, ყველაზე გავრცელებულია:

  • საკეისრო კვეთა;
  • მიომექტომია;
  • პერფორაცია;
  • საშვილოსნოს რქის რეზექცია;
  • ჰისტეროსკოპიული პროცედურები;
  • ლაპაროსკოპიული ტროაკარით მიყენებული ტრავმები;
  • მუცლის ღრუს პენეტრირებული ჭრილობები და ა.შ.

საშვილოსნოს გახევა შეიძლება იყოს თვითნებითიც და იძულებითიც - გამოწვეული გარეგანი ჩარევით, დაზიანების ხარისხის მიხედვით - სრული, როდესაც დაზიანებულია საშვილოსნოს სამივე შრე სეროზული გარსის ჩათვლით და არასრული, როდესაც გახევა მოიცავს მხოლოდ ენდომეტრიუმს და მიომეტრიუმს.
შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით კი, პაციენმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა