ტეტრაპარეზი

კითხვა: გამარჯობა, ბავშვი მყავს რომელსაც აქვს ტეტრაპარეზიი 3 წლის.თავიდან იძახდა რაღაც სიტყვებს რეაქციები ქონდა ეხლა პროტესტი აქვს აღარ ლაპარაკობს საერთოდ სულ გაღიზიანებულია იქნებ მომცეთ რამე რჩევა მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენ არ გითქვამთ ,თუმცა ვივარაუდეთ ,რომ თქვენი შვილის შემთხვევაში ტეტარპარეზის მიზეზი ბავშვთა ცერებრული დამბლის შედეგია .სამწუხაროდ ,შესაძლებელია , ეს დაავადება ტეტრაპარეზთან ერთად განვითარების სხვა დარღვევებსაც იწვევდეს. მაგალითად, გონებრივ ჩამორჩენილობას, გულყრებს, მხედველობით და სმენით დარღვევებს და ქცევის პრობლემებს.
ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს ირღვევა არა მარტო ნებითი მოძრაობების შესრულება, არამედ შესუსტებულია შეგრძნებებიც, რის გამოც გართულებულია სხეულისა და მისი ნაწილების მოძრაობის შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებაც. ბავშვებში ხშირია ტაქტილური აღქმის დეფიციტიც მათ უჭირთ ხელის მოსინჯვით საგნების და მათი თვისებების ცნობა.
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს ხშირად მხედველობით-სივრცითი წარმოდგენების და სხეულის სქემის განვითარების შეფერხება ახასიათებთ. მოტორული ფუნქციების დარღვევის გამო ბავშვი არ არის აქტიური, იგი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ცოცვას, ხოხვას, საგნების ხელით მოსინჯვას. შესაბამისად ბავშვის სენსორული და მოტორული განვითარება ძლიერ ფერხდება.
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ემოციური სფეროს პრობლემებიც. ხშირია სხვადასხვა სახის შიშები, ემოციური არამდგრადობა, გუნება-განწყობის სწრაფი ცვლილებები. ამას ემატება საკუთარი უსუსურობის და გარიყულობის განცდა, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ ემოციურ მდგომარეობას.
მკურნალობის ძირითადი მეთოდი, ფსიქომოტორული ფუნქციების გაუმჯობესებაა.
ასეთ ბავშვებს მუდმივად ესაჭიროებათ სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, აბაზანები. ასევე, რეკომენდებულია სამკურნალო–პედაგოგიური მუშაობა აუცილებელია ბავშვთა ფსიქოლოგის და რეაბილიტოლოგის ჩართულობა .
გირჩევთ მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა