ტეტანუსი

კითხვა: თუ კი შეხორცებულია ჭრილობა შემდგომ არის მაინც საშიშროება განვითარების.?
პასუხი:

თუ ტეტანუსის გამომწვევი ჩხირები შეიჭრა ქსოვილში, მაშინ როცა ჭრილობა ღია იყო, მისი განვითარების შესაძლებლობა, მოშუშების შემდგომაც არსებობს.
დისტანციურად ვერც დაგისდასტურებთ და ვერც უარვყოფთ, თქვენს შემთხვევაში, პროგრესირდებოდა თუ არა.
ამიტომ გირჩიეთ, პრევენციის მიზნით, მოგემართათ ჩვენი კლინიკისათვის.
თუ თვლით, რომ არ საჭიროებთ ჰოსპიტალიზებას, მაშინ გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს, როგორიცაა: უმადობა, მოუსვენრობა, უსიამოვნო წვის შეგრძნება ჭრილობის არეში და მჩხვლეტი ტკივილი, რომელიც ვრცელდება ნერვული ღეროს გასწვრივ, თუ რომელიმე ნიშანი იჩენს თავს, მიმართეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკებს ,მათ შორის ჩვენ .
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა