ვიზიტი ტრავმატოლოგთან

კითხვა: ტერფების და ქუსლის ტკივილს რომელი წამალი უშველის?
პასუხი:

მოგესალმებით,
ტერფი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს. მიუხედავად ამისა, ტერფი ხშირად ზიანდება და მტკივნეულია სხვადასხვა ტიპის ტრავმის დროს. ტკივილი ხშირად გაურკვეველი წარმოშობისაა, თუმცა ცნობილია მისი ზოგიერთი მიზეზი. მაგალითად, ის შესაძლოა გამოიწვიოს რევმატულმა დაავადებამ, სტრუქტურულმა დეფორმაციამ, ფეხსაცმლის ტიპმა, მყესების დაჭიმვამ, ვენების დაავადებამ, ცხიმგროვამ, ტერფის ფასციიტმა და ა.შ.
თუ რა იწვევს თქვენს შემთხვევაში ტერფისა და ქუსლის ტკივილს დისტანციურად რთული სათქმელია.
უშუალო ვიზიტის გარეშე, პრეპარატებზე ვერ მიგითითებთ, დასაზუსტებელია გამომწვევი მიზეზი, ამიტომ, გირჩევთ თვითნებურ მკურნალობას თავი აარიდოთ.
გირჩევთ, პირველ ეტაპზე, მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს
ყოველ ხუთშაბათს და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა