ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი

კითხვა: გამარჯობათ,ვენაში მაქ კაფსულა,ორსულობის საწინააღმდეგოდ,პირველი ორითვე კარგად იყო ყველაფერი ,ეხლა ორი კვირა ველოდები და მომსვლია რას მეტყვით რისი ბრალი იქნება? ორსულობა ხომ არ განხორციელდებოდა
პასუხი:

კონტრაცეპტივი - ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი თავსდება მხრის კანქვეშ. პროცედურა ხანმოკლეა – 5-10-წუთიანი. მას ადგილობრივი ანესთეზიით ატარებენ. ამგვარი იმპლანტის წყალობით ქალი სამი წლის განმავლობაში დაზღვეულია არასასურველი ორსულობისგან. რეპროდუქციის უნარი იმპლანტის ამოღებისთანავე აღდგება. ყველაზე ხშირი გართულება, რომელსაც იმპლანტის ტარება იწვევს, არარეგულარული მენსტრუაციაა. ციკლი იმპლანტის ამოღებისთანავე ან მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში წესრიგდება.
სპეციალისტების მონაცემებით, იმპლანტი ეფექტურია 99%–ში.
ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტის ჩაყენების სურვილის შემთხვევაში აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია. ძირითადი უკუჩვენება არის ღვიძლის მწვავე პათოლოგიები. ასევე გულ-სისხლძარღვთა გარკვეული პათოლოგიები; ასევე თუ ქალს ანამნეზში აღენიშნება გაურკვეველი სისხლიანიგამონადენი საშოდან, ჯერ უნდა დადგინდეს მიზეზი. უმჯობესია გაიროთ გინეკოლოგთან ვიზიტი ,რათა თავიდან აიცილოთ რაიმე სახის გართულება . სასურველი ჩაიტაროთ ტესტიც .თუ დაინტერესდებით მომართეთ კლინიკას,გვაქვს გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღე ხუთშაბათს და შაბათს აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა