ტერფის ტკივილი

კითხვა: გამარჯობა. მაწუხებს ფეხების ტკივილი ვარ 55 წლის რომ დავჯდები და შემდეგ ავდგები წვივები და ტერფები მტკივა და მარჯვენა ფეხით ტერფის წინა ნაწილი შემდეგ სიარულში გამივლის რისი ბრალია მაინტერესებს
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შესაბამისად თქვენც მოგაწვდით ანალოგიურ ინფორმაციას.
ტერფის ტკივილი ხშირად გაურკვეველი წარმოშობისაა, თუმცა ცნობილია მისი ზოგიერთი მიზეზიც. მაგალითად, ის შესაძლოა გამოიწვიოს რევმატულმა დაავადებამ, სტრუქტურულმა დეფორმაციამ, ფეხსაცმლის ტიპმა.
ტერფის ტკივილს იწვევს დიდი წვივის უკანა ნერვის მიჭყლეტა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს:
● ადგილობრივმა ტრავმამ (მყესების დაჭიმვამ, მოტეხილობამ);
● მოცულობითმა პროცესმა (ვენების დაავადებამ, ცხიმგროვამ);
● ტერფის დეფორმაციამ.
ასევე ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ქუსლის ძვლის დეზი, ქუსლთან ფასციის დაზიანებისა და ანთების შედეგად გაძვალებული ქსოვილი. ჩივილები ამ დროს ინდივიდუალურია.
შესაძლოა მიზეზი იყოს კოჭ-წვივის ართრიტიც, კოჭ-წვივის სახსრის ანთება. ის შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ქრონიკულმა არასტაბილურობამ, სისტემურმა ანთებითმა დაავადებამ. პაციენტი, ჩვეულებრივ, უჩივის ყრუ ტკივილს დილაობით, ადგომისას და ხანგრძლივი უმოძრაო პერიოდის შემდეგ.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა, თუ რა იწვევს თქვენი შვილის შემთხვევაში ტერფის ტკივილებს, შეუძლებელია.
გირჩევთ მიმართოთ ექიმს. სასურველია, პირველ რიგში გამოირიცხოს ტერფის პათოლოგია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმი დასვამს ტერფის ტკივილის გამომწვევ მიზეზს და დაგინიშნავთ მკურნალობას, ხოლო თუ გამოირიცხება ტრავმატოლოგიური პრობლემები, შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ანგიოლოგი.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა