თავის ტკივილი

კითხვა: გამარჯობა,მაქვს თავის ტკივილები ხშირად,რაც თავის ტკივილები მაქვს იმის მერე მხედველობაც დამიქვეითდა.რისი ბრალი იქნება,ამავე დროს ფეხებიც მტკივა ძალიან,განსაკუთრებით მარცხენა ფეხი.
პასუხი:

მოგესალმებით,
თავის ტკივილი 50-მდე დაავადების თანმხლები სიმპტომია, მათ შორის - ქალა-ტვინის ტრავმის, კვებითი ან სხვა ინტოქსიკაციის, მრავალი ვირუსული სნეულების.
ასევე, მისი მიზეზი შეიძლება იყოს თქვენს მიერ აღნიშნული მხედველობის დაქვეითება.
თუ სათვალეს იყენებთ, არასწორად შერჩეული სათვალე მისი ოპტიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, იწვევს თვალების გადაღლას, მხედველობის დაქვეითებას, წვას, თავის ტკივილს და ამის შედეგად შრომის უნარის დაქვეითებას. ხოლო, თუ არ იყენებთ სათვალეს, შესაძლოა სწორედ ამის გამო წარმოიშვას პათოლოგიური სიმპტომები და სათანადოდ შერჩეულმა სათვალემ შეცვალოს ვითარება.
არის თუ არა, ოფთალმოლოგიური პრობლემები თქვენს შემთხვევაში თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი, მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც უშუალო ვიზიტისას შეიკრიბება ანამნეზი, შეფასდება თქვენი მდგომარეობა, ჩაგიტარდებათ საჭირო კლინიკური პირველადი კვლევები, სპეციალისტი ინსტრუმენტულად დაათვალიერებს თვალს და ფსკერს, დაისმება დიაგნოზი და ექიმი შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
ასევე, შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგი, რომელთანაც კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ პარასკევს.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა