თავის ტკივილი

კითხვა: გამარჯობა..თავის ტკივილები მაქვს.ტომოგრაფია გავაკეთე საშიში არაფერი არამაქვს..ორი ნერვოლოგთან ვიყავი ..ანტიდეპრესანტები დაუნიშნეს .მაგრამ შედეგი არამაქვს..გთხოვთ რჩევას..
პასუხი:

მოგესალმებით,
არსებობს თავის ტკივილის გამომწვევი მრავალი მიზეზი. მათგან ძირითადია - თავის ტვინის და მისი გარსების დაავადებები , ასევე თავის ქალას გარეთ მდებარე კერები, ემოციური სფეროს დაზიანებები, შიდა ორგანოების დაავადებები, ქრონიკული და მწვავე ინტოქსიკაციები და ა.შ.
თავის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია სამწვერა ნერვის გარსების ტოტების მტკივნეულ რეცეპტორებზე ზემოქმედებით, რაც ასევე ხდება შიდა ქალას ჰიპერტენზიისას ლიქვორის ცირკულაციის დარღვევის შედეგად.
ჰიპერტენზიული დაავადების, შაკიკის და არტერიული ჰიპოტონიის დროს თავის ტკივილის მიზეზი არის სისხლის მიმოქცევის დარღვევა გარეთა და შიგნითა საძილე არტერიის აუზებში.
ასევე, ტკივილები ჩნდება ირიტისა და რეფრაქციის დარღვევის შემთხვევებში. რეფრაქციის დარღვევის შემთხვევაში სათვალის ზომის სწორი არჩევა აქრობს თავის ტკივილს.
დისტანციურად დიაგნოსტირება, თუ რა იწვევს თავის ტკივილს თქვენს შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან არაპროფესიული იქნება.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე დაგეგმავს თქვენთვის ეფექტურ კვლევას და მკურნალობის მეთოდს.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა