მოგესალმებით!
ეროზიული გასტრიტის დროს სიმპტომები აშკარად არ არის გამოხატული, თუმცა ზოგი პაციენტი უჩივის დისპეფსიას, გულისრევას ან ღებინებას. ხშირად პირველი ნიშანია სისხლიანი ღებინება ან მელენა (შავი, კუპრისებრი განავალი). სისხლდენა, წესისამებრ, ზომიერია, თუმცა შესაძლოა იყოს მასიურიც, თუ საქმე გვაქვს ღრმა წყლულთან, უმეტესად – მწვავე სტრესული გასტრიტის დროს.
კუჭიდან სისხლდენაზე მიუთითებს: სუნთქვის უკმარისობა, თავბრუხვევა, სისუსტე, სიფითრე, შავი განავალი ან წითელი სისხლი განავალში.
რაც შეეხება სისხლიან შარდს, სავარაუდოდ გამოწვეულია იმ მედიკამენტებისაგან, რომელსაც პაციენტი იღებს.
თვენს მიერ აღნიშნული პრეპარატების მიღებისას ,ზოგადად ,აუცილებელია შედედების ფაქტორების კონტროლი და მათ საფუძველზე დოზირების კორეგირება . ვინაიდან ჰემატურია გრძელდება , დასადგენია, სისხლის შედედების ფაქტორები რამდენად არის დარღვეული,ხომ არ არის საჭირო საპირისპირო თერაპიის ჩატარება ,ამისათვის კი აუციებელია ლაბოარტორიული კვლევა ( კოაგულოგრამა და სისხლის საერთო ანალიზი ) ,რომელთა ჩატარება სახლის პირობებშიც შესაძლებელია , შეგიძლიათ ანალიზებისათვის სახლში გამოიძახოთ შესაბამისი სამსახურის სპეციალისტი .
გარდა ამისა აუცილებელია გაირკვეს , თქვენს მიერ აღნიშნული მედიკამენტები, პაციენტს ინსულტიდან გამომდინარე დაენიშნა თუ გულის პათოლოგიების გამო ?
რომელმა სპეციალისტმა დანიშნა ეს პრეპრატები , ნევროლოგმა თუ კარდიოლოგმა . დანიშვნის ჩვენების დაზუსტებით უნდა დადგინდეს რამდენად ესაჭიროება პაციენტს ამ პრეპარატების მიღების გაგრძელება .
რაც შეეხება კუჭის დამცავ პრეპარატებს , სასურველია ანტაციდები ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები გააგრძელოთ ხანგრძლივად.
გირჩევთ , კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან და მისგან მიიღოთ შემდგომი რეკომენდაციები .
ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: 73 წლის ინსულტიან ქალბატონს დაემართა კუჭის ეროზია ვარფარინისაგან, რაც მოვურჩინეთ ხოლო 10 მგ ქსარელტოსა და ასევე ელიქვისისაგან შარდში ერევა სისხლი. დოზა შევამცირეთ 3 მგ-მდე და გავაიშვიათეთ კვირაში 1 დღე, არაფერი შეცვლილა, ახლა 2 კვირაა არ მიმიცია წამალი, როგორ მოვიქცე? თირკმლის ფუნქცია ნორმაშია, არის დიაბეტი.
პასუხი: