ქრონიკული სინუსიტი, ლეიკოენცეფალოპათია

კითხვა: გამარჯობა გადავიღე მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია დასკვნა ასეთია.... არსებული მ.რ.ტ. კვლევით ვლინდება ერთეული ატროფიული კერები მარცხენა დიდი ჰემისფეროს სუბკორტიკალურ და პერივენტრიკულარულ დონეზე;ზუსტად გამოხატული ქრონიკული პერივენტრიკალური ლეიკოენცეფალოპათია;ქრონიკული პამსუნუსიტი.... ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ რამდენად საშიშია ჩემი მდგომარეობა?
პასუხი:

მოგესალმებით!
სინუსიტი ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული ანუ პარანაზალური წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. ეს წიაღები ქალას ძვლებში განთავსებული ჰაერის შემცველი ღრუებია და თვალბუდის უკან, ზევით და ქვევით მდებარეობს. მათი ფუნქციაა, გაფილტროს და გაათბოს შესუნთქული ჰაერი. ამის შემდეგ ჰაერი გადადის ბრონქებში. სინუსების ამომფენ ლორწოვანს აკისრია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია – შესუნთქული ჰაერიდან დიფუზიის გზით შეითვისოს მსუბუქი იონები, ნაწილობრივ ჟანგბადი და ის პირდაპირ თავის ტვინში გადაიტანოს.
ენცეფალოპათია ეს არის თავის ტვინის დაავადება, რომლის დროსაც ვლინდება ნერვული ქსოვილის დისტროფიული ცვლილება, რაც გამოიწვევს მისი მოცულობის შემცირებას და ფუნქციის შეზღუდვას.
ლეიკოენცეფალოპათია თავის ტვინის სტრუქტურებში (თეთრ ნივთიერებაში) არაანთებით ცვლილებებს ნიშნავს.
დისტანციურად პასუხის გაცემა ჩვენი მხრიდან არაკორექტული იქნება, რადგან დიაგნოზი მეტად საყურადღებოა, საჭიროა სპეციალისტების ნევროლოგისა და ნეიროქირურგის მიერ შეფასდეს საერთო მდგომარეობა.
გასათვალისწინებელია ზოგადი სიმპტომები და საერთო კლინიკური სურათი.
პროგნოზსა და მკურნალობის მეთოდზე მხოლოდ მას შედეგ შეიძლება საუბარი, როცა შეფასდება ჩივილები, პაციენტის მდგომარეობა და მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემები ერთობლივად.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ოტო–რინოლარინგოლოგისა და ნევროლოგის კონსულტაციაზე.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია პარასკევს.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა