მოგესალმებით,
თავის ტკივილი არის დაავადებათა საკმაოდ დიდი ჯგუფით განპირობებული სინდრომი, ამ ფონზე განირჩევა, თანამედროვე კლასიფიკაციის მიხედვით, პირველადი (შაკიკი, ქრონიკული, დაძაბვის თავის ტკივილი, კლასტერული თავის ტკივილი და ა.შ.) და მეორადი თავის ტკივილები ( როდესაც თავის ტკივილი წარმოადგენს კონკრეტული დაავადების ერთ-ერთ სიმპტომს).
ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტად უნდა იქნას გამიჯნული პირველადია თავის ტკივილი თუ განპირობებულია სხვა დაავადებით. შემდეგ ნევროლოგი ადგენს ზუსტ დიაგნოზს და ასევე განსაზღვრავს შემდგომ თერაპიას. პირველადი თავის ტკივილის დროს შეტევებს შორის ნევროლოგიური სტატუსის და კლინიკური გამოკვლევების (რადიოლოგიური გამოკვლევა, ელექტროენცეფალოგრამა) მიხედვით პათოლოგია არ ვლინდება, კლასტერული თავის ტკივილისა და აურით მიმდინარე შაკიკის შემთხვევების გარდა.
პირველად ცეფალგიებს რთული გენეზი უდევს საფუძვლად და ფაქტობრივად ფსიქოფიზიოლოგიურ პროცესს წარმოადგენს. ამიტომ მათი შეფასება სპეციფიურია, პაციენტს ეძლევა სპეციალური თავის ტკივილის დღიური, რომელიც ივსება ყოველდღიურად და მონაცემების შეჯამება ასევე სწორი დიაგნოზისა და ადეკვატური თერაპიის განმსაზღვრელია.
აუცილებელია ნევროლოგის კონსულტაცია, გარკვეული გამოკვლევების ჩატარება, რომელსაც განსაზღვრავს ექიმი ნევროლოგი და შესაბამისად კვალიფიციურად მოახდენს მიღებული გამოკვლევების შედეგების ინტერპრეტაციას, წარმოდგენილი კლინიკური სურათის გათვალისწინებით.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: დიდი ხანია მაწუხებს თავის ტკივილი არანაირი მკურნალიბა არ მშველის. ნევროზს მიაწერენ და დამამშვიდებლები რაც გამოუწერიათ უარესად იმოქმედა. ბოლო პერიოდია თავის მარცხენა მხარეში მომენტალურად გამიმძაფრდება ხოლმე ტკივილი თითქოს მეხმა დამარტყა.ყური და კბილებიც კი მტკივდება. მერე გადამივლის მაგრამ ზოგადად თავის ტკივილი სულ მაქვს. ყურებში გამუდმებით შიშინის ხმა მესმის ხშირად მტკივა. ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად მაქვს თავბრუსხვევები წნევა რამდენიც გავიზომე ჩვეულებრივი მაქვს .ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ რისი ბრალი შეიძლება იყოს უკვე გაუსაძლისია არასდროს მიყუჩდება . მადლობა წინასწარ.
პასუხი: