კატარაქტა

კითხვა: მოგესალმებით, მაქვს მარცხენა თვალზე კატარაქტა, არ მაქვს ოპერაციის გაკეთების საშუალება, თუმცა ოფთალმოლოგი მეუბნება რომ საოპერაციოა. რომელი პრეპარატით შეიძლება შევიმსუბუქო მდგომარეობა ან რა შეიძლება მოჰყვეს მდგომარეობის გაუარესებას? ჯერ 2 წელი დამრჩა საპენსიო ასაკამდე ვიცი რომ მერე ოპერაციას დამიფინანსებენ.
პასუხი:

მოგესალმებით!
კატარაქტა არის თვალის ერთ-ერთი ნაწილის - ბროლის შემღვრევა, რომლის დროსაც მხედველობა ხდება არამკვეთრი, დაბინდული და ემსგავსება ნისლიან სივრცეში ხედვას. კატარაქტის მიერ გამოწვეული დაბინდული მხედველობისას, პაციენტებს უჭირთ ფერების გარჩევა, კითხვა, მანქანის ტარება, ან სხვა ყოველდღიური საქმიანობის შესრულება. მსოფლიოს მასშტაბით კატარაქტა არის მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზი და სიბრმავის 51% კატარაქტით არის გამოწვეული.
კატარაქტა შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმამ, ზოგიერთმა დაავადებამ და მედიკამენტმა, თუმცა კატარაქტა ძირითადად ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება.
კატარაქტა მედიკამენტებით არ იკურნება, მისი მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციაა.
ჩვენი კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების, მათ შორის კატარაქტის ოპერაციის დაფინანსებას საქართველოს მოსახლეობისთვის.
მობრძანდით ოფთალმოლოგთან ვიზიტზე, სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას, გაგიმზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, ფორმა 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს ოპერაციას.
უფასო საკონსულტაციო დღეებია ოთხშაბათი და ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გამოაგზავნეთ შეკითხვა