მოგესალმებით,
არსებობს თავის ტკივილის გამომწვევი მრავალი მიზეზი. მათგან ძირითადია - თავის ტვინის და მისი გარსების დაავადებები , ასევე თავის ქალას გარეთ მდებარე კერები, ემოციური სფეროს დაზიანებები, შიდა ორგანოების დაავადებები, ქრონიკული და მწვავე ინტოქსიკაციები და ა.შ.
თავის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია სამწვერა ნერვის გარსების ტოტების მტკივნეულ რეცეპტორებზე ზემოქმედებით, რაც ასევე ხდება შიდა ქალას ჰიპერტენზიისას ლიკვორის ცირკულაციის დარღვევის შედეგად.
ჰიპერტენზიული დაავადების, შაკიკის და არტერიული ჰიპოტონიის დროს თავის ტკივილის მიზეზი არის სისხლის მიმოქცევის დარღვევა გარეთა და შიგნითა საძილე არტერიის აუზებში.
ჰიპერტონიის დროს თავის ტკივილები ნაკლებადაა გამოხატული და მას მოჰყვება ზოგადი სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება და მუშაობისას ნაკლებუნარიანობა.
თავის ტკივილები შეიძლება გაჩნდეს თვალების დაავადებების დროს, ამ დროს უნდა ვიფიქროთ გლაუკომაზე და მასზე ეჭვის დროს უნდა ჩატარდეს თვალის შიდა წნევის გაზომვა.
ტკივილები ჩნდება ირიტისა და რეფრაქციის დარღვევის შემთხვევებში. რეფრაქციის დარღვევის შემთხვევაში სათვალის ზომის სწორი არჩევა აქრობს თავის ტკივილს.
დისტანციურად დიაგნოსტირება, თუ რა იწვევს თავის ტკივილს თქვენს შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან არაპროფესიულია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე დაგეგმავს თქვენთვის ეფექტურ კვლევას და მკურნალობის მეთოდს.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა მუდმივად მაქვს თავის ტკივილები თუმცა არა გაუსაძლისი ციტრამონიც მიყუჩებს სულ დაღლილი ვარ მაშინაც კი თუ რაიმეს არ ვაკეთებ სულ მეძინება მიჭირს კონცენტრაციაა იქნებ რაიმე მირჩიოთ
პასუხი: