ჭარბოფლიანობა

კითხვა: გამარჯობა; ამ ზაფხულს რატომღაც მეტად ვოფლიანობ. ოფლიანობა ხელებზე და ფეხებზე მაქვს, არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ დაკვირვებული ვარ, წყალს რო დავლევ მერე მემართება და კიდევ ემოციურად როცა დატვირთული ვარ; რა შეიძლება იყოს მიზეზი, სანამ თქვენთან მოვალ?
პასუხი:

მოგესალმებით, 

ჩვეულებრივ პირობებში, ადამიანი გამოყოფს დაახლოებით ნახევარ ლიტრ ოფლს.

მაღალი ტემპერატურის, ფიზიკური დატვირთვის, ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში ათჯერ მეტსაც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დისკომფორს იწვევს ჭარბოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი.

განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს:

ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს: ემოციური განცდებით, ტკივილით, საკვებით. ჰაერით და ა.შ.

პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) – ეს არის არაადეკვატური ოფლდენა, რომელიც ერთჯერადი ფაქტორებით არაა განპირობებული.

ჭარბოფლიანობა სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს, მაგალითად :

● ენდოკრინული დაავადებები;

● ნერვული სისტემის და ფსიქოემოციური სფეროს პათოლოგიები;

● ინფექციური დაავადებები;

● გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

● თირკმელების დაავადებები

● ავთვისებიანი სიმსივნეები;

● გენეტიკური დაავადებები;

● ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკული საშუალებების მოქმედება, სოკოთი და ფოსფორორგანული ნივთიერებებით მოწამვლა და სხვა.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებად დაგეხმარებათ მკურნალობის მეთოდის შერჩევაში, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა