ქსეროსტომია

კითხვა: მაწუხებს ყელის სიმშრალე. გლუკოზა სისხლში ნორმალურია. ნერვიულობის დროს უფრო მეტად მიშრება და უცბად წყალი უნდა დავლიო. წყლის წყურვილი დიდად არ მაწუხებს. ხშირად ორი-სამი ყლუპი წყალი უნდა მივიღო. ეს რაიმე ავადმყოფობით არის გამოწვეული თუ, რომელიმე წამალმა იცის? ყოველდღიურად ვღებულობ პრესტანს, კარ დიომაგნილს, მერკაზოლილს. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას!
პასუხი:

მოგესალმებით,
ქსეროსტომია ( პირის სიმშრალე) დაავადებაა, რომლის დროსაც პირის ღრუში არ არის საკმარისი რაოდენობის ნერწყვი ტენიანი გარემოს შესანარჩუნებლად. პირის სიმშრალე შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და გამოუცდია თითოეულ ჩვენგანს, მაგალითად, მღელვარების დროს, მაგრამ როდესაც ეს მდგომარეობა პრაქტიკულად მუდმივია, ამ არაკომფორტულმა შეგრძნებამ შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მოგახსენებთ, რომ დიახ, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოშრობა შეუძლია ასობით პრეპარატს, რომლებსაც იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური დარღვევების, ალერგიის სამკურნალოდ, პრეპარატები ნერწყვს ხდის უფრო სქელს და ბლანტს, რაც იწვევს პირის სიმშრალეს.
მობრძანდით, ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო– ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც გამოკითხვის და ინსტრუმენტული გამოკვლევის შემდეგ დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას , ხოლო თუ გამოირიცხება ყელ–ყურ-ცხვირის პრობლემები, გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა