თავის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი, თანამედროვე კლასიფიკაციით, ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა:
1. თავის ტვინის ორგანული დაავადებები და თავზურგტვინის სითხის დინამიკური მოშლილობები. მათ მიეკუთვნება: თავის ქალას ტრავმები - ტკივილი ლოკალიზებული ან ზოგადია და შედარებით ცუდად ემორჩილება მკურნალობას; თავის ტვინში არსებული მოცულობითი წარმონაქმნები - ტკივილი, ჩვეულებრივ, დილაობით ძლიერდება, ერთვის გულისრევა და ღებინება; თავის ტვინის ანთებითი დაავადებები (მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი).
2. სისხლძარღვოვანი მიზეზები. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჰემიკრანია (შაკიკი), ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და არტერიული ჰიპერტენზია.
3. ფსიქოგენური მიზეზები. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ დაძაბვისა და ასთენიის თანმხლებ თავის ტკივილს.
4. არატვინოვანი მიზეზები. ეს ყველაზე დიდი ჯგუფია. მას ეკუთვნის:
კისრის მალების ოსტეოქონდროზი;
ნებისმიერი ბუნებისა და ლოკალიზაციის ინფექციური დაავადება, რომელთა 40% თავის ტკივილის მწვავე შეტევებს იწვევს, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც თავის ტკივილის შეტევით იწყება; მედიკამენტური თავის ტკივილი (ამ მხრივ აღსანიშნავია ორალური კონტრაცეპტივები, ნიტრატები, კოფეინი); მეტაბოლური მოშლილობები (ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია, დიალიზი და სხვა); ენდოკრინული მოშლილობანი (აკრომეგალია, ჰიპოთირეოიდიზმი, წინარემენსტრუალური სინდრომი, იდიოპათიური შეშუპება); თავის ქალას, კისრის, თვალის, ყურის, ცხვირის, ცხვირის დანამატი წიაღების, კბილების, პირის ღრუს პათოლოგიები.
თავის ტკივილის მიზეზის დასადგენად იყენებენ თავის კომპიუტერულ და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, რომელიც სპეციალისტს თავის ტვინში მიმდინარე ორგანული თუ არაორგანული ცვლილებების შესახებ უნიკალურ ინფორმაციას აწვდის. კვლევის საჭიროებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი .შესაბამისად , პირველ რიგში უნდა მიმართოთ ნევროლოგს ,რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას .ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს აქცია ,რომელიც ითვალისწინებს ნევროლგოთან უფასო კონსულტაციის დღეს, პარასკევს ,ასევე გვაქვს სადიაგნოსტიკო კვლევებზე სხვადასხვა ფასდაკლებები . დამატებითი ინფორმაციისათვის და წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანრმთელობას!