უძილობა, ოსტეოქონდროზი, ვარიკოზული ვენები

კითხვა: გამარჯობა,არ ვიცი საიდან დავიწყო, პირველ რიგში მაწუხებს უძილობა.ყველაზე ბევრი ალბათ 4საათი მძინავს ,ამის გარდა მაქვს ოსტეოხონდროზი ,ვარიკოზული ვენები რომელიც ძალიან მაწუხებს უფრო ხშირად ღამე ასე მგონია გული მიჩერდება თუ არ ავდექი ფეხზე ,მე იმდენი რამე მოგიყევით არ მეწყინება და ცუდად არ გაიგებ თუ ყველა ჩივილზე არ მიპასუხებთ,კიდევ მაინტერესებს თკვენთან საყოველთაო დაზღვევა თუ მოქმედებს
პასუხი:

მოგესალმებით, 

               შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.  ზოგადად,  ძილს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

ცნობილია ძილის დარღვევის 80-ზე მეტი ნაირსახეობა, ისინი საძიებელია როგორც გარემო ფაქტორებს, ასევე ორგანიზმის თავისებურებებს, ცხოვრების წესსა და სხვა იმ ფაქტორებს შორის, რომლებთაც ძალუძთ დაარღვიონ ჰუმორული რეგულაცია ან უშუალოდ ის სტრუქტურები დააზიანონ, რომლებსაც ძილის ორგანიზაცია აკისრია. უძილობას იწვევს:

● ამინდის ცვალებადობა, ხმაური, უჰაერობა;

● ძილის წინ კოფეინის შემცველი პროდუქტების (ჩაი, ყავა, შოკოლადი და სხვა) მიღება;

● სტრესი და ემოციური გადაძაბვა;

●დეპრესია და ნევროზი;

● სომატური ან ენდოკრინული პათოლოგია; 

●რომელიმე წამლის გვერდითი ეფექტი;

●არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა და ა.შ.

               ოსტეოქონდროზი კი,  ხერხემლის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება მალებისა და იოგების დეფორმაცია, მალათაშუა სივრცის შევიწროება. ეს ყველაფერი უმეტესად კუნთთა ტონუსის შესუსტების ფონზე მიმდინარეობს.

საჭიროა, სპეციალისტმა დაადგინოს დაზიანების ადგილი, პრობლემის ხასიათი და მდგომარეობის სირთულე.

ამ შემთხვევაში შემოგთავაზებთ მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

               რაც შეეხება ვარიკოზულ ვენებს, მოგახსენებთ, რომ ისინი კვანძოვანი, გადიდებული ვენებია, ზოგჯერ ვარიკოზული ვენები სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ამავე დროს, ისინი სისხლის მიმოქცევის სხვა პრობლემების მაღალი რისკის მაუწყებელიც არის.

ვარიკოზის მკურნალობა გულისხმობს კიდურების სპეციფიურ მოვლას, კონსერვატიულ ან ქირურგიულ მკურნალობას, რაც ვენის დახურვას ან ამოკვეთას გულისხმობს.

           გაცნობებთ, რომ სისხლძარღვთა ქირურგთან უფასო კონსულტაციების მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა