ნეფროგენული ჰიპერტენზია

კითხვა: გამარჯობა. რა მაინტერესებს, მაღალი წნევების გამო თირკმელმა დაკარგა ფუნქცია, სიმპტომები აღმენიშნება, ვგრძნობ, რო ძლიერ კვებას ვერ იტანს თირკმელი, რაშიც ცხიმი და მარილები შედის. სახლის პირობებში რა შეგიძლიათ მირჩიოთ, ასე უბრალოდ, ბევრი წყლის სმა არის სასურველი? რამ შეიძლება ამ დროს მიშველოს. მხოლოდ თვითმკურნალობა შემიძლია , ახალა , სამწუხაროდ
პასუხი:

მოგესალმებით,
არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა.
არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი ასიდან 90-95 შემთხვევაში უცნობია. ასეთ ფორმას ესენციურ ჰიპერტენზიად ან პირველად ჰიპერტენზიად იხსენიებენ. წინათ მას ჰიპერტონიულ დაავადებასაც უწოდებდნენ.
არსებობს მეორადი ანუ სიმპტომური ჰიპერტენზიაც, როდესაც არტერიული წნევის მომატება რომელიმე ორგანოს ან სისტემის პათოლოგიით არის განპირობებული.
ყველაზე ხშირია რენული ანუ ნეფროგენული ჰიპერტენზია, რომელიც თირკმლის დაავადების, თირკმელთა სისხლძარღვოვანი დაზიანების დროს იჩენს თავს.
გვესმის თქვენი მდგომარეობა, თუმცა თვითმკურნალობა არ არის მიზანშეწონილი, აუცილებელია სპეციალისტთან განახორციელოთ ვიზიტი, რადგან საჭიროა ამ მდგომარეობის, მუდმივი კონტროლი დინამიკაში.
უნდა მოახერხოთ და მიბრძანდეთ ვიზიტზე ექიმთან აუცილებელად, რომ თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და დროულად დაგენიშნოთ შესაბამისი სამკურნალო თერაპია.
მოგცემთ რამოდენიმე რეკომენდაციას:
● იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით;
● ნუ გამოიყენებთ ზედმეტ ცხიმსა და მარილს;
● მიირთვით ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები (პომიდორი, თევზი, მწვანე ჩაი, შავი შოკოლადი, შვრია და ა.შ) ;
● დღის განმავლობაში დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი (1,5-2 ლიტრი) ;
● გაისეირნეთ ფეხით 30 წუთის განმავლობაში კვირაში 4-5-ჯერ.
ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეფროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ, შეგირჩევთ ინდივიდუალურ და თქვენზე მორგებულ მკურნალობის კურსს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა