ლიპომა

კითხვა: გამარჯობათ თავზე მაქვს წამონაზარდი და ნელნელა იზრდება უკვე რამოდნიმე წელია. მაინტერესებს რამე საშიში შეიძლება იყოს? მე ცხიმის დაგროვებას ვფიქრობ მადლობა წინასწარ
პასუხი:
მოგესალმებით,  ყველაზე გავრცელებული რბილქსოვილოვანი წარმონაქმნია ლიპომა – ცხიმოვანი ლიპობლასტომა. ლიპომა ცხიმოვანი ქსოვილისგან შემდგარი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც უმეტესად კანში, კანქვეშ, კუნთებს შორის ლოკალიზდება. შედარებით იშვიათად გვხვდება სარძევე ჯირკვლებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებში, ფილტვებში, თირკმლის ირგვლივ არსებულ უჯრედისში, ექსტრაპერიტონულად, მიოკარდიუმში, ტვინის გარსებში, ძვლებში, ნერვულ ღეროებში, ქალას ღრუში, ღვიძლში, საშვილოსნოში. თუ ლიპომის შემადგენლობაში შემაერთებელი ქსოვილი უფრო მეტია, იგი შედარებით მკვრივია. ლიპომა ნელა იზრდება, აქვს თხელი ფიბროზული გარსი და არ არის მტკივნეული. იგი წარმოადგენს რბილი კონსისტენციის, უმეტესად მოძრავ კანქვეშა წარმონაქმნს. ლიპომების უმრავლესობა მცირე ზომის კანქვეშა კვანძია, რომლებსაც კოსმეტიკური მოსაზრებით იშორებენ, თუმცა შესაძლოა, დიდ ზომებსაც მიაღწიოს. ზუსტი დიაგნოზისა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისათვის, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ქირურგთან უფასო კონსულტაცია, ხუთშაბათს და შაბათს. აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა