მოგესალმებით,
ცოფის ვაქცინა წარმოადგენს დასუსტებულ ცოფის ვირუსს, რომლის შეყვანის მიზანია, ორგანიზმმა გამოიმუშაოს ანტისხეულები ცოფის ვირუსისგან თავის დასაცავად. რაც უფრო ადრე დაიწყებს დაზარალებული ვაქცინაციას, მით უკეთესი იქნება შედეგი.
ნებისმიერი კონტაქტისას, რომლის დროსაც ადამიანს მოხვდა ცხოველის ნერწყვი, არათუ კბენის, არამედ დაკაწვრისა და დადორბვლის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია კვალიფიციურ ქირურგ-რაბიოლოგთან კონსულტაცია და პროფილაქტიკური თუ სამკურნალო აცრების კურსი.
აცრისგან თავის შეკავება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი აცრილია და აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცოფის ბოლო აცრიდან გასული არ უნდა იყოს 11 თვე).
ვაქცინაციის დაწყება არასოდეს არის გვიან, რადგან საინკუბაციო პერიოდი ცოფის ვირუსს საკმაოდ ხანგრძლივი აქვს: ზოგჯერ - 6 თვე, ხანდახან - 1 წელიც კი. გააჩნია დასნებოვნების ადგილს, დანერწყვის ხარისხს. ამიტომ აცრები იწყება მაშინ, როცა პაციენტი მიმართავს ექიმს.
აცრა უფასოა. საყოველთაო დაზღვევა სავსებით ანაზღაურებს ვაქცინაციის კურსს.
მიმართოს მამათქვენმა მკურნალ ექიმს, ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეუძლია მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში ქირურგ– რაბიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში, გასცემს პასუხს, მისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მამას უკბინა მეზობლის ძაღლმა ერთი კვირის უკან, ძაღლი დაახლოებით 1 წლის წინაა აცრილი ცოფზე. მამამ შრატი არ გაიკეთა, ღირს თუ არა ახლა შრატის გაკეთება? რამდენ ხანში შეიძლება გაკეთდეს შრატი?
პასუხი: