მეტეორიზმი

კითხვა: გამარჯობა. ვარ სპორცმენი. სულ ვვარჯიშობ. პრესებსაც ვაკეთებ,მაგრამ მუცელი მაინც მაქვს. რაცარუნდა ვჭამო მბერავს საჭმელი. რისი ბრალია მაინტერესებს.
პასუხი:

მოგესალმებით!
მეტეორიზმი შეიძლება აწუხებდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, ცხოვრების წესისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობისა. მეტეორიზმი წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის ერთ-ერთ დარღვევას. მის შედეგად იზრდება ნაწლავებში აირების ჭარბი მოცულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს შებერილობისა და „სავსე მუცლის“ შეგრძნებას.
ინტენსიური აირწარმოქმნისა და მუცლის შებერილობის თავიდან ასაცილებლად ერიდეთ ისეთი საკვების მიღებას, როგორიცაა: რძე და რძის პროდუქტები (ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში), პარკოსნები (ლობიო), კომბოსტო, ისპანახი, ბროკოლი, კარტოფილი, მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი), ხელოვნური დამატკბობლები, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (მათ შორის – გაზიანი მინერალური წყალიც), საღეჭი რეზინი. მიირთვით ნელა, ჭამის დროს ნუ ილაპარაკებთ, ნუ შეჭამთ წამოწოლილი. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე კვების სწორ რეჟიმს. თუ სიმპტომი დიდხანს და ინტენსიურად გაგრძელდა, ეს იმის სიგნალია, რომ მუცლის შებერილობა, რომელიმე სხვა დაავადებითაა გამოწვეული. ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია მიმართოთ გასტროენტეროლოგს.
თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტების მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა