ჰიპერტენზია

კითხვა: გამარჯობა. ბებიაჩემს მოულოდნელად წნევამ აუწია. შეუძლოდ გახდა. სულ ცივმა ოფლმა დაასხა. სასწრაფო რო გამოვიძახეთ მაღალი ქონდა წნევა. ეხლა მესამე დღე იწყება და კიდევ შეუძლოდააა. ჰაერი არმყოფნისო იძახის. და წნევაც ცოტა უთამაშებს. სანამ ცუდად გახდებოდა კბილს იტკიებდა და გამაყუჩებელს სვამდა უზომოდ. შეიძლება გამაყუჩებელს გამოეწვია ეს პრობლემები თუ რისი ბრალი შეიძლება იყოს?. გმადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰიპერტენზია წარმოადგენს გულის, თავის ტვინისა და თირკმლების სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრეს რისკ–ფაქტორს.
არტერიული ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელია წნევის უეცარი, მკვეთრი მომატება ხანმოკლე ვადით – ჰიპერტონული კრიზი, რომლის დროსაც საჭირო ხდება სასწრაფო ჩარევა.
არტერიული წნევა უნდა დაქვეითდეს თანდათანობით, ვინაიდან წნევის სწრაფმა დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის, გულისა და თირკმლების სისხლმომარაგების დარღვევა.
ჰიპერტენზიის ფონზე შესაძლოა განვითარდა გულის უკმარისობა, თუმცა დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ.
თუ ამ დროისთვის, პაციენტის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა, უმჯობესია გამოუძახოთ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს, ხოლო თუ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო გახდება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმები, გაგიწევთ მომსახურებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა