მოგესალმებით, სტომატიტი წარმოადგენს პირის ღრუს ლორწოვანის ანთებას. იგი ვლინდება ლორწოვანის გაწითლებით ან გასიებით, ტკივილით ან დისკრეტული წყლულებით. იშვიათად, შესაძლოა არ გამოვლინდეს წყლული და იყოს მხოლოდ წვის შეგრძნება.
აფთოზური წყლულები სტომატიტის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია. ეს არის მწვავე მტკივნეული წყლულები ენაზე ან ტუჩებისა და ლოყების შიდა მხარეს. მათ აქვთ მოწითალო ფუძე და მოყვითალო შეფერილობის დაფარვა. სტომატიტს ზოგადად გააჩნია რამდენიმე შესაძლო გამომწვევი მიზეზი, რომლებიც შესაძლოა კვეთდეს ერთმანეთს ან ახასიათებდეთ ურთიერთქმედება.
სტომატიტის გამომწვევი ადგილობრივი მიზეზები შესაძლოა იყოს:
- ტრავმა, გამოწვეული არასათანადო სტომატოლოგიური მკურნალობით ან დაინფიცირებული სტომატოლოგიური იარაღით.
- ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, როგორიცაა მარტივი ჰერპეს ვირუსი და ჰერპეს ზოსტერი, ხელით-ფეხით-პირით გადამდები დაავადებები.
- დასუსტებული ან დეფიციტური იმუნიტეტი.
- ძლიერი ქიმიკატებით გამოწვეული ქიმიური გაღიზიანება.
- მორეციდივე აფთოზური წყლულები, ან სტომატიტი (RAS).
- მედიკამენტები, როგორიცაა სულფა-ნარკოტიკები, ანტიეპილეფსიური საშუალებები და გარკვეული ტიპის ანტიბიოტიკები.
სისტემური მიზეზებია:
კვებასთან დაკავშირებული ხარვეზები, როგორიცაა მაგალითად რიბოფლავინის დეფიციტი.
- კიბოს სამკურნალო ქიმიოთერაპია.
- ალერგია.
- ქსეროსტომია.
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მაგალითად სიფილისი ან გონორეა.
- სხვა ინფექციები, როგორიცაა მწვავე ნეკროზული წყლულოვანი გინგივიტი. სისტემური სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, პირველადი წყლულოვანი დაავადების დიაგნოსტიკა საკმაოდ ადვილია და ტესტირებას არ საჭიროებს, მაგრამ თუკი ასეთი სიმპტომები წარმოდგენილია, ან წყლულების წარმოშობა არ უკავშირდება რაიმე გარეშე მიზეზს, ტესტირება და ზოგჯერ, ბიოფსიაც აუცილებლობას წარმოადგენს. შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჩვენი რჩევაა მიმართოთ სტომატოლოგ–თერაპევტს ან დერმატოლოგს რომელიც შესაბამისი კვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე დაგინიშნავთ მკურნალობას. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: 18 წლის გოგონას ხშირად ამოდის პირში სტომატიტის თეთრი მუწუკი, პირის ღრუს გამოკვლევა ჩავუტარე, არაფერია რისი ბრალია, იქნებ გამარკვიოთ?
პასუხი: