ენდომეტრიოზი

კითხვა: მოგესალმებით, თქვენთან ასეთი შეკითხვა მაქვს, ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება როგორ ხდება ამ დაავადებას რაიმე სპეციალური გამოკვლევა სჭირდება? რამდენად რთული დაავადებაა და მედიკამენტებით მკურნალობა შესაძლებელი არის? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც უკვე ჩვენი კლინიკის „ახალი სიცოცხლის“ სოციალური ქსელიდან გიპასუხეთ, ენდომეტრიოზი - არის ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადება.
ენდომეტრიუმი არის საშვილოსნოს შიგნითა ლორწოვანი შრე, რომელიც ფარავს კუნთოვან შრეს.
არსებობს დაავადების მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი: ჰორმონული და ქირურგიული.
ჰორმონული მკურნალობა ძირითადად დაავადების საწყის სტადიაში ინიშნება.
ყველაზე ეფექტური ქირურგიული მეთოდი გახლავთ – ლაპარასკოპია, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის კერების ელექტროკოაგულაცია ხდება.
ლაპაროსკოპიული ოპერაცია ძირითადად ჰორმონულ თერაპიასთან კომბინაციაში ტარდება, რადგან ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსის მოუწესრიგებლობა იწვევს ენდომეტრიოზის განმეორებას, რეციდივს.
თუ რომელი მეთოდით გესაჭიროებათ მკურნალობა, მიმოწერის რეჟიმში ვერ განვსაზღვრავთ.
რაც შეეხება დიაგნოსტირებას, პირველ ეტაპზე უნდა ჩატარდეს მცირე მენჯის ექოსკოპიური გამოკვლევა, ასევე უნდა განისაზღვროს ენდომეტრიუმის სისქე, გამოირიცხოს საშვილოსნოს პოლიპი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ, ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექიმ–გინეკოლოგ ალეკო დიაკონიძესთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭირო კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა