კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს სტაფილოკოკს თუ კურნავს თქვენი კლინიკა? ძვირი ჯდება მკურნალობა? ერთგან 800 ლარი მითხრეს,რაც ჩემს ძალებს აღემატება.მადლობთ წინასწარ
პასუხი:
მოგესალმებით,
ცნობილია ,რომ ოქროსფერი სტაფილოკოკი კანისა და ორგანოების სხვადასხვა ტიპის ინფექციებს იწვევს.
ჩვენთვის უცნობია , თუ კონკრეტულად რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე თქვენს შემთხვევაში ,შესაბამისად მხოლოდ ზოგადი რჩევით შემოვიფარგლებით .
ადექვატური მკურნალობის ჩასატარებლად უნდა მიმართოთ ექიმ – ინფექციონისტს ,რომელმაც უნდა გადაწყვიტოს სტაციონარული მკურნალობა გესაჭიროებათ თუ ამბულატორიული .
კლინიკაში გვყავს მოწვეული სპეციალისტი ინფექციონისტები, თუმცა ჩვენს კლინიკაში ამბულატორიულად ვერ მოგამსახურებით. შესაბამისად,უმჯობესია მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას .
გმადლობთ, რომ გვენდობით , გისურვებთ ჯანმრთელობას!