მენსტრუალური ციკლის დარღვევა

კითხვა: გამარჯობა, 16 წლის ვარ არანაირი სქესობრივი კავშირი არმაქვს მაგრამ , ციკლი გადამიცდა უკვე 10 დღეა , მკერდს ხელს რომ დავადებ მტკივა , ასევე მაქვს შარდის ბუშტის ტკივილიც , რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი?
პასუხი:

მოგესალმებით,
ერთჯერადი გადაცდენა საშიში არ არის - იგი შეიძლება უკავშირდებოდეს სტრესს, გადაძაბვას, გადაციებას, დიეტას, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, მაგრამ თუ მომდევნო თვეებში ციკლი არ დარეგულირდება, მაშინ უნდა მიმართოთ გინეკოლოგს და შემდეგ შესაბამისად ენდოკრინოლოგს.
ცისტიტი შარდის ბუშტის კედლისა და შარდსადინარის (ურეთრის) ინფექციურ-ანთებითი პროცესია, ცისტიტი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ისე არაბაქტერიული (ინტერსტიციული). წარმოშობის მიზეზი მრავალია, მაგალითად, უბრალო გაციება, რომელიც შესაძლოა ინფექციის მიზეზად იქცეს.
მოგცემთ რამოდენიმე რეკომენდაციას:
● კვების რაციონიდან გამორიცხეთ ცხარე, მარილიანი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა, პომიდორი.
● აკრძალულია რძე და სოდიანი სასმელები - ისინი შარდის გატუტიანებას იწვევენ.
● აუცილებელია სითხის მიღება (1,5-2ლ დღეში).
● ცისტიტის უმნიშვნელო სიმპტომების შემთხვევაშიც კი, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.
სწორი დიაგნოზისა და მართებული მკურნალობის შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნებებს და თვით დაავადებასაც იოლად დააღწევთ თავს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ მკურნალობის სწორი და ინდივიდუალური კურსის შერჩევაში.
გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
იქიდან გამომდინარე, რომ ბრძანდებით არასრულწოვანი, სამედიცინო მომსახურება ჩაგიტარდებათ მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირების შემდეგ.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა